ახალი ამბები

ელისო ბოლქვაძეს UNESCO-ს მშვიდობის ელჩის წოდება მიენიჭა

16 ოქტომბერი, 2014 • • 1549
ელისო ბოლქვაძეს UNESCO-ს მშვიდობის ელჩის წოდება მიენიჭა

„UNESCO-ს ხელოვანები მშვიდობისთვის“ არიან კულტურის დარგში მოღვაწე გამოჩენილი პიროვნებები, რომლებიც მზად არიან  გამოიყენონ საკუთარი სახელი და სტატუსი ორგანიზაციის ღირებულებებისა და მთავარი მიზნების პოპულარიზაციისთვის. ძირითადად ეს არიან გამოჩენილი ადამიანები, ვინც თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში უკვე დიდი წვლილი შეიტანეს UNESCO-ს  კომპეტენციაში არსებული სფეროების განვითარებაში.

ელისო ბოლქვაძე
ელისო ბოლქვაძე

“ელისო ბოლქვაძისთვის ამ მაღალი სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა არა მარტო მისი პროფესიონალიზმი, არამედ წლების განმავლობაში გაწეული აქტიური საქველმოქმედო მოღვაწეობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მხარდაჭერა ფონდ „ლირას“ მეშვეობით.


ელისო ბოლქვაძის კანდიდატურა UNESCO-ს წარედგინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს UNESCO-ს ეროვნული კომისიის პრეზიდენტის,  მაია ფანჯიკიძის მიერ ა.წ. ივლისში”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.


ტიტულის  მინიჭება მოხდება ოფიციალურ ცერემონიაზე UNESCO-ს სათაო ოფისში, ქ. პარიზში. 


დღეისათვის „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ სტატუსს ატარებს მსოფლიოს 54 ხელოვანი. მათ შორის – ხოაკინ კორტესი, სელინ დიონი, ვლადიმირ სპივაკოვი, დანილო პერესი, მარკუს მილერი და სხვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი