ახალი ამბები

თბილისში ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

16 ოქტომბერი, 2014 • • 2531
თბილისში ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, დაკავებულებმა 14 ოქტომბერს, ღამის საათებში, თბილისში, ქინძმარაულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის კარი შეამტვრიეს და შესაწირის ყუთი გატეხეს, საიდანაც ფული მიითვისეს.

 

“დამნაშავეებმა ასევე ჯვრები, ხატები და საეკლესიო სხვადასხვა ნივთი გაიტაცეს. სამართალმდაცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად დავით ლ. და გიორგი ე. მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს”, – აცხადებენ შსს-ში.

 

პოლიციის ინფორმაციით, დავით ლ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პატარა ხატები, გიშრით გაწყობილი ოქროს ჯვარი, ფსალმუნები, ორი კრიალოსანი, ძეწკვები და ბეჭედი, ხოლო გიორგი ე-ს ბინის ჩხრეკისას საეკლესიო სამაჯური და ასევე ბეჭდები ნივთმტკიცებად ამოიღეს. შსს-ს ცნობით, ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება წინასწარი შეთახნმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი