ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელემაყურებლის აზრის შესწავლას იწყებს

15 ოქტომბერი, 2014 •
საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელემაყურებლის აზრის შესწავლას იწყებს

მაუწყებლის ცნობით, კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, ასევე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების (სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი) მოსახლეობის ტელეაუდიტორიის პრეფერენციების შესწავლა.

მაუწყებლის ცნობით, კვლევა ტელევიზიის რეფორმირების ნაწილია და იგი მთელ საქართველოს მოიცავს, რომელშიც 18 წლის ზევით მოქალაქეები გამოიკითხებიან.

კვლევის შედეგებს მაუწყებელი 2015 წლიდან ახალი სტრატეგიის შემუშავებაში გამოიყენებს. სტრატეგიის მომზადებაზე ქართველ კონსულტანტებთან ერთად ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წარმომადგენლებიც მუშაობენ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

სატელევიზიო ბაზრის კვლევამ დედაქალაქთან ერთად მაქსიმალურად უნდა მოიცვას საქართველოს რეგიონები; როგორც ქალაქების, ასევე სოფლის მოსახლეობა.

 

“კვლევის მონაცემების საფუძველზე გაირკვევა, ჟანრობრივ-თემატური თვალსაზრისით რა ტიპის გადაცემებს მოელის მოსახლეობა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან და ტელემაყურებელთა დამოკიდებულება საინფორმაციო გადაცემების და სხვა სატელევიზიო გადაცემების მიმართ სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით”, – აცხადებს მაუწყებელი.

16 სექტემბერს, სამეურვეო საბჭოს ინიციატივით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სატელევიზიო ბაზრის კვლევაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა ACT Research-მა მოიგო. კვლევის შედეგები წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი