ახალი ამბები

მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს იწვევს რუსეთ–აფხაზეთის შეთანხმებაზე

15 ოქტომბერი, 2014 • • 1239
მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს იწვევს რუსეთ–აფხაზეთის შეთანხმებაზე

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებას უწოდა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული:

 

“რუსეთსა და აფხზეთს შორის დადებული ხელშეკრულება არის საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ასეთი ხელშეკრულების გაფორმება გააუარესებს მდგომარეობას შავი ზღვის ქვეყნების აუზში. ხელშეკრულების გაფორმება ეწინააღმდეგება ჟენევის კონსულტაციების ფორმატს და სულისკვეთებას. ეს ხელშეკრულება უშუალოდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ამ ხელშეკრულების ამოქმედების შემთხვევაში, გაუარესდება ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებათა დაცვა რეგიონში; რელური საფრთხის წინაშე დადგება აფხაზობის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის თვითდამკვიდრება და იდენტობის მომავალი,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
 
პრეზიდენტის განცხადებით, ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს უშიშროების საბჭომ. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მან საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა:
 
 
“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი არის საქართველოს პარლამენტი, მივმართავ ჩვენს პარლამენტს, უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არსებული ვითარება და შეიმუშავოს პოზიცია. ამ პოზიციაზე დაფუძნებით ჩვენ მოვიწვევთ უშიშროების საბჭოს და დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს ვითარების დასტაბილურებასთან დაკავშირებით.”
 
 
“მივმართვ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, უსწრაფესად ადეკვატურად შეაფასონ ვითარება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი