ახალი ამბები

ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთ -აფხაზეთის შეთანხმების პროექტი ანექსიისკენ მორიგი ნაბიჯია

15 ოქტომბერი, 2014 • • 1014
ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთ -აფხაზეთის შეთანხმების პროექტი ანექსიისკენ მორიგი ნაბიჯია

“ეს დოკუმენტი, რომელიც ჯერ კიდევ პროექტია, მხოლოდ ერთი მხარის პროექტია. ჯერ ძალიან შორსაა საბოლოო დოკუმენტისგან. ამ ტექსტმა აფხაზეთშიც ძალიან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. თუ იქნება საბოლოო დოკუმენტი, იქნება პრინციპულად განსხვავებული. პირველ რიგში ეს დოკუმენტი აფხაზური საზოგადოების, მათი თვითმყოფადობის წინაშე არის მიმართული. რასაც წლების განმავლობაში ვეუბნებოდით აფხაზურ საზოგადოებას, რომ რუსეთი არ არის მეგობარი სახელმწიფო და არ ზრუნავს აფხაზეთზე, ამ დოკუმენტით უკვე ჩანს.


რუსეთმა ყველაზე უარესი უკვე გააკეთა, გააფორმა ხელშეკრულებები. ეს დოკუმენტი უფრო მიმართულია აფხაზი ხალხის მიმართ, ვიდრე იმ საერთო სურათის შეცვლისკენ, რაც უკვე არსებობს ოკუპაციის სახით. ეს დოკუმენტი იქნებოდა თუ არ იქნებოდა, ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე განაგრძობს მუშაობას, რათა რუსეთის ოკუპაცია იყოს შეფასებული ყველა დონეზე. ეს დოკუმენტი თავისთავად არ არის სიახლე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ის არის სიახლე აფხაზი საზოგადოებისთვის. ეხლა მაინც გონს უნდა მოეგნენ.”

 

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

 

შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. 

 

პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი  ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით – ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას. 

 

შეთანხმება თანამშრომლობის ახალ დონეს ითვალისწინებს, ასევე, საბაჟო, ეკონომიკურ, სოციალურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. 


მასალების გადაბეჭდვის წესი