ახალი ამბები

მსჯავრდებულისგან პრეზერვატივებში შეფუთული მობილური ტელეფონები ამოიღეს

15 ოქტომბერი, 2014 • • 977
მსჯავრდებულისგან პრეზერვატივებში შეფუთული მობილური ტელეფონები ამოიღეს

სამინისტროს ინფორმაციით, ტელეფონები მას შემდეგ ამოიღეს, რაც მსჯავრდებულ ვ.ბ.-ს N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში მიღებისას საკონტროლო-გამშვებ პუნქტში ჩატარებული შემოწმება-დათვალიერება ჩაუტარდა. 

 

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 3781 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 3782 მუხლის პირველი ნაწილით. საქმეს იძიებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი. 

 

დანიშნულია სასამართლო კომპლექსური (ქიმიური, ტრასოლოგიური, ვიდეოსკოპიური, ჰაბიდოსკოპიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური) ექსპერტიზა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი