ახალი ამბები

ენმ-ის ოფისთან “თავისუფალი თაობის” საპროტესტო აქცია დაიწყო

15 ოქტომბერი, 2014 • • 1775
ენმ-ის ოფისთან “თავისუფალი თაობის” საპროტესტო აქცია დაიწყო

აქციის მონაწილეები “ნაციონალური მოძრაობის” საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას მოითხოვენ. მათ თან აქვთ ტრანსპარანტები, წარწერებით – “კრიმინალს+ძალადობა=ნაცები”, “მკვლელები ციხეში!”


აქციაზე ისმის შეძახილები – “მკვლელებო!” “ქათმებო!”

 

აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან მიიტანეს სამგლოვიარო თაიგული და ყვავილები იმის საილუსტრაციოდ, რომ ეს “პარტია გარდაიცვალა”.

 

ნაციონალური მოძრაობის ოფისთან პოლიციას ჯაჭვი აქვს გაკეთებული. პარტიის ოფისის ეზოში დგანან “თავისუფალი ზონის” წევრები, რომლებიც პროცესს აკვირდებიან და საქართველოს ჰიმნს მღერიან. პარალელურად დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სიტყვიერ შურაცხყოფას აყენებენ.

 

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციის “თავისუფალი ზონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს, რომლების დროსაც ადგილი აქვს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მასალების გადაბეჭდვის წესი