პანორამა თბილისის მშენებლობიდან მუშები გადმოვარდნენ

მომღერალ თიკა ჯამბურიას ინფორმაციით, “პანორამა თბილისის” მშენებლობიდან სამი მუშა ჩამოვარდა. მისი თქმით, შემთხვევა რუსთაველის #1 ნომერში მოხდა, სადაც “პანორამა თბილისის” მშენებლობა მიმდინარეობს.

ჯამბურია, რომელიც ფაქტის თვითმხილველია, ამბობს, რომ დაკიდული ხარაჩო ჩაწყდა, შედეგად, სამი მუშა ძირს ჩავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებ, გამოძიება კი სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ამბის გაგრძელება

სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა – თანაინვესტირების ფონდი

პანორამა თბილისის მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშა ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.

  • ამტელ ჰოსპიტალში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მათთან შეყვანილი ორივე მუშის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი კონტაქტურები არიან.
  • როგორც კლინიკაში ნეტგაზეთს განუცხადეს, მათთან შეყვანილ დაშავებულ მუშას გამოკვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმი განცხადებას 19:45 საათზე გააკეთებს.

პანორამაზე დაშავებული ორი მუშის მდგომარეობა სტაბილურია, ერთს გამოკვლევები უტარდება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.