აფეთქება ნავთლუღის დასახლებაში დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები.
სამაშველო სამსახური უფროსის მოვალეობის შემსრულებელის კობა ბრეგვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია აფეთქების მიზეზი, ხოლო დაშავებული მოქალაქე სამაშველო სამსხურმა საავადმყოფოში გადაიყვანა:
“აფეთქება ნავთლუღის დასახელების მეხუთე ქუჩაზე მდებარე 43–ე ბინაში მოხდა, რომლის შედეგადაც მიიღო დაზინება ერთმა მოქალაქემ, რომელიც მოყჰვა ნანგრევში. სახლი არის ერთსართულიანი, ბარაკული ტიპის, 50 კვადრატამდე, რომელიც აფეთქების შედეგად მთლიანად დაინგრა. მოქალაე იყო კონტაქტური, როდესაც მაშველები მოვიდნენ. მაშველებმა ის ამოიყვანეს ნანგრევებიადნ. სასაწრაფონ დახმარების სამსახურმა გადაიყვანა რეფერალურ საავადმყოფოში.”
კობა ბრეგვაძის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი დგინდება. მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა შენობები არ დაზიანებულა.

