ახალი ამბები

ენმ-ის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოძიება შეთქმულება/ამბოხების მუხლით მიმდინარეობს

15 ოქტომბერი, 2014 • • 1017
ენმ-ის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოძიება შეთქმულება/ამბოხების მუხლით მიმდინარეობს

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საუბარია შეთქმულებასა ან ამბოხებაზე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად:

 

1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

 

2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

 

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

 

“არსებობს ოპერატიული ინფორმაცია. შესაბამისად, როდესაც მინისტრმა 10 სექტემბერს თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება, რა თქმა უნდა, არის საიმართლე და ის გამოძიება დღესაც მიმდინარეობს. გამოძიება მიმდინარეობს იმ მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისიწნებს კონკრეტული ქმედებისთვის პასუხისმგებლობას. კერძოდ, ლაპარაკია სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლზე”, – აღნიშნა ჭიკაიძის მოადგილე ლევან იზორიამ.


ზემოხსენებულ ინტერვიუში ჭიკაიძემ განაცხადა, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობასა და მასთან ასოცირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს 500-კაციანი მობილური ჯგუფი შექმნის დავალება მისცა, რომელმაც პოლიციის პროვოცირება უნდა განახორციელოს და ქვეყანაში დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი