ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: თედო ჯაფარიძეს, ეტყობა, ცოტა მუხრუჭებმა უღალატა, შეიძლება ასაკობრივიც არის

14 ოქტომბერი, 2014 • • 1252
ზურაბ აბაშიძე: თედო ჯაფარიძეს, ეტყობა, ცოტა მუხრუჭებმა უღალატა, შეიძლება ასაკობრივიც არის

თედო ჯაფარიძემ აბაშიძეს გრიგორი კარასინთან პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმება ურჩია:

 

“ჩემს ძველ მეგობარს, ბატონ თედოს ჩემთვის რომ დაერეკა, მე მას მოვუყვებოდი, თუ რატომ მივდივარ და რისთვის მივდივარ. ეტყობა, ცოტა მუხრუჭებმა უღალატა, შეიძლება ცოტა ასაკობრივც არის ეს ამბავი. რას იზამ”, – განაცხადა აბაშიძემ.


ჯაფარიძს აზრით, რუსეთი აფხაზეთის ანექსიას ახდენს იმ შეთანხმებით, რომლის ტექსტიც გუშინ გამოქვეყნდა, ამიტომ ქართულმა მხარემ კარასინთან შეხვერების ამ რაუნდში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს:

 

“როდესაც ერთი მხარე ასე უტიფრად აქვეყნებს გაურკვეველი შინაარსის დოკუმენტს, ლაპარაკია პირდაპირ ანექსიაზე, უნდათ აფხაზებს ეს თუ არა, ამ სიტუაციაში მე ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, თავი შეიკავონ ამ რაუნდში მოლაპარაკებებისაგან”, – განაცხადა ჯაფარიძემ.


ზურაბ აბაშიძე და თედო ჯაფარიძე
ზურაბ აბაშიძე და თედო ჯაფარიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი