ახალი ამბები

ანონსი – 15 ოქტომბერი

15 ოქტომბერი, 2014 • • 893
ანონსი – 15 ოქტომბერი

10:30 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართება აქცია ,,აკადემია სტუდენტებს და ლექტორებს“

 

11:00 – რამაზ ნოზაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქართულ სპორტში არსებული პრობლემები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.


11:00 საათზე “ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში” სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფი ჩაატარებს სამთო კომპანია შპს RMG Gold/სს RMG Copper-ის გარემოსდაცვითი აუდიტის ტექნიკური დავალების საჯარო განხილვას. მისამართი: ლადო ასათიანის 62.

 

11:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კახიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის I მოადგილედ, ღარიბაშვილის განცხადება, მიმდინარე პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

11:30-ზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

 

12.00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ჯაბა ჯიშკარიანის ბიუროს ეწვევა და მაჟორიტართან ერთად ჩაატარებს მოქალაქეთა ოთხშაბათის ტრადიციულ მიღებას. მის: პეტრიაშვილის 13.

 

12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე რეაბილიტირებულ და ახალი ინვენტარით აღჭურვილ ვაზიანის მეორე საჯარო სკოლას დაათვალიერებს, ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნობა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდება. ადგილი: გარდაბნის რაიონი სოფელ ვაზიანის მეორე საჯარო სკოლა (სამხედრო ნაწილი, მე-4 ქვეითი ბრიგადის მარცხნივ გადასახვევი).

 

12:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კახიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის I მოადგილედ, ღარიბაშვილის განცხადება, მიმდინარე პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12:00 საათზე სახალხო დამცველი ზესტაფონში, გამგეობის შენობაში ფერო შენადნობი ქარხნის მუშებს შეხვდება.

 

12:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კახიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის I მოადგილედ, ღარიბაშვილის განცხადება, მიმდინარე პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

14:00 საათზე სახალხო დამცველი ზესტაფონში შეხვედრას გამართავს ფერო შენადნობი ქარხნის ადმინისტრაციასთან.


14:00 – გაიმართება მომხმარებელთა ინტერესების დაცვის სტრატეგიის პრეზენტაცია. სტრატეგიას ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი წარადგენს. ღონისძიება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის შენობაში გაიმართება. მისამართი: მიცკევიჩის ქ.#19.


14:00 საათზე ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” აეროპორტის გზაზე ენმ-ის ცენტრალურ ოფისთან აქციას გამართავს.

 

16:00 საათზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (მისამართი: რიჩარდ ჰოლბრუკის 8, ისანი, ყოფილი ბაღდათის 8) იმართება ღონისძიება სასწავლო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით.

 

16:30 საათზე სახალხო დამცველი წყალტუბოში დევნილებს შეხვდება

მასალების გადაბეჭდვის წესი