ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო გაეროს ტყვედ მყოფი აზერბაიჯანელი სამხედროების დახსნის მიზნით მიმართავს

14 ოქტომბერი, 2014 • • 1402
ბაქო გაეროს ტყვედ მყოფი აზერბაიჯანელი სამხედროების დახსნის მიზნით მიმართავს

აზერბაიჯანის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვიცეპრემიერმა ალი ალიევმა შესაბამისი შეტყობინება ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს, პიტერ მაურერს, გაეროს უმაღლეს კომისარს დევნილთა საკითხებზე, ანტონიო გუტიერესს, ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და ეუთოს გენერალურ მდივანს გაუგზავნა. 

 

როგორც შეტყობინებაში წერია, ტყვეობაში მყოფი პირები სხვადასხვა ბრალდებით არიან დაკავებული და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი არიან. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი