ახალი ამბები

არ არსებობს გარანტია, რომ ნოტრ-დამი გადარჩება – საფრანგეთის ოფიციალური პირები

16 აპრილი, 2019 • 1616
არ არსებობს გარანტია, რომ ნოტრ-დამი გადარჩება – საფრანგეთის ოფიციალური პირები

საფრაგნეთის ოფიციალური პირების თქმით, არანაირი გარანტია არსებობს იმისა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გადარჩება. ინფორმაციას The  Guardian AFP–ზე ავრცელებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადარჩენის საკითხი “გარკვეული არ არის”.

მანამდე საფრანგეთის სახანძრო სამსახური აცხადებდა, რომ არ არიან დარწმუნებული ცეცხლის შეჩერების შესაძლებლობაში.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარია. ცეცხლი დღეს, 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ჩამოიქცა ხანძრის შედეგად ტაძრის ისტორიული სამრეკლო.

BBC-ის თანახმად, ოფიციალური პირები ცეცხლის გაჩენის ზუსტ მიზეზს ჯერ ვერ ასახელებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ინციდენტი სარემონტო სამუშაოებს უკავშრდება.

ცეცხლს მეხანძრეთა ჯგუფები ებრძვიან, გარშემო ტერიტორია კი ევაკუირებულია. ბარიკადებს მიღმა უამრავი ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ჩუმად ადევნებენ თვალს, როგორ ნადგურდება 850-წლიანი ისტორიის მქონე უმნიშვნელოვანესი ნაგებობა.

ადგილზე უკვე მივიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც თქვა:

“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მსგავსად, მეც ვწუხვარ ამ ღამით, როცა ვხედავ, როგორ იწვის ჩვენი ეს ნაწილი”. 

რატომ არ იყენებენ ვერტმფრენებს – სახანძრო სამსახურის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი