“არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ამგვარი წინასწარ დაგეგმილი დანაშუალებით ცდილობდეს ნაციონლაური მოძრაობა აჩვენოს საზოგადოებას, რომ თითქოსდა დანაშაულმა იმატა. ასეთი დანაშუალები თუ თავადვე მოიფიქრეს და დადგეს, შემდეგ დანაშაულის მატებაზე სპეკულაციებიც შეუძლიათ წარმატებით”, – განაცხადა წულუკიანმა.
12 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) თანამშრომელი დურმიშხან ღვარჩლიანი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) თანამშრომლები -ჯემალ შონია, ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი ანგარებით ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდბის ბრალდებით დააკავა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ადამიანის გატაცების ფაქტი “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა და სწორედ ამგვარ მოვლენებს გულისხმობდა შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, როცა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობდა.
“თუ ღარიბაშვილმა ადამიანის გატაცება მართლა “ნაციონალურ მოძრაობას” დაგვაბრალა, მაშინ მე მას ვეტყი, რომ ის არის უნამუსო ცოლისმწამებელი და უკსნასკნელი ნაძირალა”, – ასე უპასუხა პრემიერის განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ.