ახალი ამბები

კალაძე: ენმ საქართველოში ერთადერთი დაჯგუფებაა, რომელსაც ქაოსი და არეულობა აწყობს

14 ოქტომბერი, 2014 •
კალაძე: ენმ საქართველოში ერთადერთი დაჯგუფებაა, რომელსაც ქაოსი და არეულობა აწყობს

“ნაციონალური მოძრაობა არის დესტრუქციული ძალა. სიცრუესა და დემაგოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური დაჯგუფება. მე მგონი, დღეს საქართველოში ნაციონლაური მოძრაობა ერთადერთი დაჯგუფებაა, რომელსაც აწყობს, რომ ქვეყანაში ქაოსი და არეულობა იყოს, მაგრამ ეს არც მათ და არც მათ მომხრეებს არ გამოუვათ. ვინც არეულობების მოწყობას დააპირებს, ყველა სათანადოდ იქნება დასჯილი კანონის ფარგლებში”, – განაცხადა კალაძემ.


12 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) თანამშრომელი დურმიშხან ღვარჩლიანი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) თანამშრომლები -ჯემალ შონია, ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი ანგარებით ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდბის ბრალდებით დააკავა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ადამიანის გატაცების ფაქტი “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა და სწორედ ამგვარ მოვლენებს გულისხმობდა შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, როცა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობდა. 

“თუ ღარიბაშვილმა ადამიანის გატაცება მართლა “ნაციონალურ მოძრაობას” დაგვაბრალა, მაშინ მე მას ვეტყი, რომ ის არის უნამუსო ცოლისმწამებელი და უკსნასკნელი ნაძირალა”, – ასე უპასუხა პრემიერის განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი