ახალი ამბები

ეს არის აქტივი, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება – ევროკავშირის ელჩი „აჭარა TV“-ს დირექტორის იმპიჩმენტზე

15 აპრილი, 2019 • 2048
ეს არის აქტივი, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება – ევროკავშირის ელჩი „აჭარა TV“-ს დირექტორის იმპიჩმენტზე

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან  დაკავშირებულ მოვლენებს.

ელჩი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ ეუთო დასკვნაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელი ნეიტრალურად აშუქებდა წინაასაარჩევნო პერიოდს.

“არ მაქვს განზრახვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის მრჩეველთა საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებში ჩარევისა, თუმცა მინდა მოვიშველიო შეფასება, რომელიც გამოთქმული იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის ბოლო ანგარიშსა და მედიის მონიტორინგის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში,  რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ე. წ. ,,ნეიტრალური სივრცე“ და ერთადერთი ტელეკომპანია, რომელმაც მაყურებელს შესთავაზა არჩევნებში მონაწილეთა პლატფორმების ზოგადი შედარება. ეს ნამდვილად არის ის აქტივი, რომელსაც დღევანდელ მედიაგარემოში გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ კვალვაც ყურადღებით დავაკვირდებით ამ საკითხთან დაკავშირებულ მოვლენებს,”-აცხადებს კარლ ჰარცელი.


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილი წევრი] და გიგა ჩხარტიშვილმა [ქართული ოცნება] მიმართა. ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

„აჭარის ტელევიზია“ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, ტელევიზიის არსებობის განმავლობაში პირველად, არაერთ კვლევაში მოხვდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია.

წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში აჭარის ტელევიზია მოხვდა, როგორც ერთადერთი ქართული ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზა

„აჭარის ტელევიზია“ მოხვდა „Human Rights Watch“-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, რომელშიც დადებითად არის ასახული აჭარის ტელევიზიის“ ეთერში რადიო „თავისუფლების“ იმ გადაცემების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დახურა.

აჭარის ტელევზიის სამეთავლყურეო საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი [თავმჯდომარე], ირაკლი დარცმელიძე, გიგა ჩხარტიშვილი, გიორგი ირემაძე და ბეჟან გობაძე. მათგან იმპიჩმენტს ორი წევრი ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი