ახალი ამბები

შსს-მ ყოფილი სოდის და კუდის თანამშრომლები ადამიანის გატაცების გამო დააკავა

13 ოქტომბერი, 2014 •
შსს-მ ყოფილი სოდის და კუდის თანამშრომლები ადამიანის გატაცების გამო დააკავა

გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამინ გიორხელიძის შვილის, იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.

 

“სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია – თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს”,- განაცხადეს შსსში გამოართულ ბრიფინგზე.

 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, სისხლის სამართლი 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი