“სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს შესრულდება სპეციალური რეისები თბილისი-მცხეთა-თბილისის მიმართულებით, რათა მოსახლეობას ქალაქ მცხეთაში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე დასწრების საშუალება მიეცეს დაბრკოლებების გარეშე. აღნიშნულ სპეციალურ რეისებზე მგზავრებისთვის გადაადგილება განხორციელდება უსასყიდლოდ”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 ოქტომბერს თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან მატარებლები გავა 09.05 წთ, 11.00 წთ, 13.00 წთ, 16.00 წთ, 17.30 წთ და 20.00 წთ, ხოლო მცხეთიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები დაბრუნდება შემდეგი განრიგის შესაბამისად: 09.50 წთ, 11.45 წთ, 13.45 წთ, 16.45 წთ, 18.15 წთ და 21.00 წთ.





