“ორშაბათს, 18:00 საათზე ჩემს მოადგილესთან შედგება სამუშაო შეხვერა, განხილული იქნება მათი მდგომარეობა და სამართლებრივი ასპექტები და იქნება მიღებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ყველა დოკუმენტაცია უნდა ინახოს, უნდა ინახოს მათი მდგომარეობა და მხოლოდ ამის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული”,-განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოქალაქეების პროტესტი გვიან ღამით პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის დაწყებას მოჰყვა. ადგილზე მივიდნენ ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია. მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო სამსახური.
მოგვიანებით, აქცის ერთ-ერთი მონაწილე ჯაბა სურგულაძე პოლიციის შენობაში გამოიძახეს. როგორც პოლიციის თანამშრომელი აცხადებს, ჯაბა სურგულაძე 112-ის სამსახურიდან შესული შეტყობინების საფუძველზე დაიბარეს.
“უნდა შედგენილიყო ოქმი, რომ მე გამოვიძახე პოლიცია და დაფიქსირდა კიდევ ის, რომ მქონდა თვითმკვლელობის მცდელობა და მაშველმა გადამარჩინა”,-ამბობს სურგულაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე პირი გასაუბრებაზე იყო დაბარებული, ვინაიდან საგამოძიებო უწყებაში სუიციდის მცდელობებთან დაკავშირებით შევიდა ინფორმაცია.
მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე, ბინის ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლის საფვძველზე მიმდინარეობს.





