“საკმაოდ უჩვეულო ფორმაში ვართ, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი იდეა, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე სპორტი. ეს იყო იდეა, რომელიც დაიბადა სულ რაღაც ორი თვის წინ. მე შევიტყვე, რომ არსებობენ ძალიან ჯანსაღი ჩვენი ძმები ოსები, რომლებსაც სურდათ ჩამოსვლა საქართველოში, აქეთ გადმოსვლა გორში და მათი კარიერის გაგრძელება ჩვენთან.
ასე რომ, ჩვენ ამ ფაქტს, ამ ინიციატივას მივესალმეთ. ჩვენ გადავწვყვიტეთ, რომ ჩვენს ოს ძმებთან ერთად გავმართოთ ძალიან მეგობრული და თბილი თამაში. ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ აღდგეს ნდობა ჩვენ შორის, ჩვენს ძმებს – ოსებსა და ქართველებს შორის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მატჩის დაწყების წინ.
“თბილისის” გუნდს კაპიტნობას უწევს ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო მეკარეა შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე. “ლიახვის” გუნდში კი რამდენიმე კვირის წინ ცხინვალიდან ჩამოსული 8 ფეხბურთელი თამაშობს.





