14 აპრილს სოციალური ქსელები, ფეისბუკი (მესენჯერთან ერთად) და ინსტაგრამი, ასევე, საკომუნიკაციო აპლიკაცია ვოთსაპი (whatsapp) გაითიშა. სამივე მათგანს კორპორაცია ფეისბუკი ფლობს.
პრობლემები 14 აპრილს, დაახლოებით 14:40 საათზე დაიწყო. სოციალური ქსელები არც მობილური აპლიკაციებითაა ხელმისაწვდომი და არც სხვა მოწყობილობებით. აპლიკაციებში News Feed-ი არ ახლდება, ვებგვერდები მიუწვდომელია; ვოთსაპში კი შეტყობინებები არ იგზავნება.
პლატფორმაზე Down Detector, რომელიც მონიტორინგს უწევს სოციალური ქსელების მუშაობას, ათასობით შეტყობინებაა შესული სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამოცემა Verge-ის თანახმად, შეფერხების მიზეზად ფეისბუკმა „სერვერის კონფიგურაციის ცვლილება“ დაასახელა და შეფერხებისთვის ბოდიში მოიხადა.

რეპორტები 15:10-ის მდგომარეობით
ამ ქსელების მომხმარებლებმა დროებით ტვიტერზე გადაინაცვლეს.
Thank you @Twitter #whatsappdown #FacebookDown pic.twitter.com/wM72v15QqW
— Shifa Hadi (@ShifaHadii) April 14, 2019
მსგავსი რამ დაახლოებით ერთი თვის წინაც მოხდა — ეს იყო ყველაზე უარესი „გათიშვა“ ფეისბუკისა და ინსტაგრამის ისტორიაში.
[მასალა განახლდება]