ახალი ამბები

„რა დისკოთეკებს მართავ“ — ბორის გრებენშიკოვს მღვდელმა ჯვრის მონასტერთან დაკვრა შეაწყვეტინა

14 აპრილი, 2019 • 3968
„რა დისკოთეკებს მართავ“ — ბორის გრებენშიკოვს მღვდელმა ჯვრის მონასტერთან დაკვრა შეაწყვეტინა

სასულიერო პირმა რუს როკ-მუსიკოსს, ბორის გრებენშიკოვს ჯვრის მონასტერთან დაკვრა შეაწყვეტინა.

გრებენშიკოვი, როკ-ბენდ „აკვიარიუმის“ დამაარსებელი, 14 აპრილს თბილისში კონცერტს მართავს. წინა დღეს მუსიკოსები მცხეთაში, ჯვრის მონასტერში იყვნენ.

მას შემდეგ რაც, მონასტერთან ერთ-ერთი სიმღერის შესრულება დაიწყეს, მუსიკოსებთან სასულიერო პირი მივიდა და დაკვრა შეაწყვეტინა:

„დაანებეთ. გადაიყვანეთ… რა კონცერტებს მართავ აბა ეკლესიის ეზოში, რა დისკოთეკებს მართავ… ცნობილი კი არა რა კონცერტებს მართავ. ცნობილი წაიყვანე სადაც გინდა“…

მასალების გადაბეჭდვის წესი