ახალი ამბები

ლაშა ტალახაძემ მეორე მსოფლიო რეკორდიც დაამყარა

13 აპრილი, 2019 •
ლაშა ტალახაძემ მეორე მსოფლიო რეკორდიც დაამყარა

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ძალოსნობაში ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონაში მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა ამჯერად აკვრაში. მან 260 კგ ასწია და თავისივე, აშხაბადში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.

მანამდე ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა ატაცში, მან 218 კგ აიტაცა.

ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი 3 ოქროს მედლით დაასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი