ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა წლის ბოლომდე ამუშავდება

11 ოქტომბერი, 2014 •
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა წლის ბოლომდე ამუშავდება

რკინიგზა კი სრულყოფილად უკვე 2015 წელს ამუშავდება. 

 

რკინიგზის გვირაბის საერთო ხაზი საქართველო-თურქეთის მონაკვეთზე 4,4 კმ-ია, მათგან 2560 მეტრი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, 2070 – საქართველოსი. თურქეთის მონაკვეთის მშენებლობა უკვე დასრულდა, საქართველოს მონაკვეთის გრძელდება. 

 

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება. 

 

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში საქართველოსთვის 2007 წლის 21 თებერვლიდან 2014 წლის 30 ივლისის ჩათვლით 489 აშშ მილიონი დოლარი გამოყო. 

 

ამის გარდა, საქართველოში რეკონსტრუირებული იქნება ახალქალაქი-მარაბდა-თბილისის სარკინიგზო მონაკვეთი, რომლის ტვირთის გამტარიანობამ წელიწადში 15 მილიონ ტონამდე უნდა შეადგინოს.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
  

მასალების გადაბეჭდვის წესი