ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარეც გახდეს

11 ოქტომბერი, 2014 • • 1042
უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარეც გახდეს

ცვლილების მიხედვით, უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი აღარ იქნება ფინანსთა მინისტრი. საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები პარლამენტის თავმჯდომარის გარდა იქნებიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეები და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სხვა პირების მოწვევის უფლება პრეზიდენტს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეეძლება.

 

“ერთი წელია მიმდინარეობს მასზე მუშაობა. მასში არის ჩართული თავად უშიშრების საბჭოს მდივანიც. უკავშირდება იმ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ძალაში შევიდა 2013 წელს. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, უბრალოდ, პარლამენტი ახალა დაუბრუნდა ამ საკითხს, რადგანაც ახლა განაახლა მუშაობა”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

უშიშროების საბჭო
უშიშროების საბჭო

მასალების გადაბეჭდვის წესი