ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა

11 ოქტომბერი, 2014 • • 1277
სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა

სომხეთის მედიის ცნობით, სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მინსკში გამართული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. შეხვედრაში კავშირის მონაწილე ქვეყნების ხელისუფლების მეთაურები მონაწილეობდნენ.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმებას ევრაზიის წევრი სახელმწიფოების პარლამენტები წლის ბოლომდე შეძლებენ.

 

მაშინ, როცა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე შეთანხმებას სომხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, დედაქალაქ ერევანში მრავალათასიან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეეები სომხეთის მთავრობის გადადგომას ითხოვენ. სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში, ყარაბაღის გარეშე გაწევრიანდება.

 

ევრაზიის საბაჟო ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ შეთანხმება რუსეთმა, ბელორუსმა და ყაზახეთმა მაისში მოაწერეს ხელი, რომელიც ძალაში 2015 წელს შევა.

სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა
სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა

მასალების გადაბეჭდვის წესი