ნეტგაზეთი | სერჟ სარგსიანი და ილჰამ ალიევი დსთ-ს გაძლიერებას მხარს უჭერენ სერჟ სარგსიანი და ილჰამ ალიევი დსთ-ს გაძლიერებას მხარს უჭერენ – Netgazeti
RU | GE  

სერჟ სარგსიანი და ილჰამ ალიევი დსთ-ს გაძლიერებას მხარს უჭერენ

“სომხეთისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება სამხედრო, სამართლის, სასაზღვრო, ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ, უკანონო მიგრაციისა და ფინანსური გამოძიებების სფეროებში დსთ-ს წევრი ქვეყნების თანამშრომლობა.” 

ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მინსკში დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა სხდომაზე განაცხადა. 


მისივე თქმით, სომხეთი დსთ-ს შემდგომ გაძლიერებას მხარს უჭერს. 

 

“დსთ-მ თავისი პოტენციალი არ ამოწურა. ეს არის თანამშრომლობის, ურთიერთქმედებების, საერთაშორისო და რეგიონული აქტუალური საკითხების განხილვის მოედანი,”- განაცხადა შეხვედრის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. 


ბელორუსში დსთ-ს წევრი ქვეყნების სხდომას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა. მან 2015 წლის მაისში აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები მოსკოვში სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიიწვია. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი