ახალი ამბები

მარსელში ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის “ელჩი” პროსტიტუციის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს

12 აპრილი, 2019 • 757
მარსელში ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის “ელჩი”  პროსტიტუციის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს

მარსელში დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჰუბერტ ფაიერი საფრანგეთის პოლიციამ პროსტიტუციის ორგანიზების ბრალდებით დააკავა.

РИА Новости-ს ინფორმაციით, ფაიერი 2 აპრილს დააკავეს. გამოცემის წყარო კონკრეტიკის გარეშე საუბრობს “ქალებზე აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლებიც ფაიერისთვის მუშაობდნენ”.

le Monde-ს ცნობით, ჰუბერტ ფაიერმა 2007 წელს საფრანგეთში დააარსა სააგენტო “რუსეთის სიყვარული”, რომელიც იმავე მისამართზე იყო რეგისტრირებული, სადაც 10 წლის შემდეგ “დონეცკის რესპუბლიკის საელჩო” გახსნა. ის “ეროვნული ფრონტის” ყოფილი და ამჟამად საფრანგეთის სხვა ულტრამემარჯვენე პარტიის წევრია. ფაიერი აპრილის ბოლოსკენ საფრანგეთის ტერიტორიაზე “დონეცკის რესპუბლიკის” კიდევ ერთი წარმომადგენლობის გახნას გეგმავდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მარსელში “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობას” არ ცნობენ და მას დიპლომატიური სტატუსი არ გააჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი