ახალი ამბები

არასამთავრობოები მრჩეველთა საბჭოს აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის დაცვისკენ მოუწოდებენ

12 აპრილი, 2019 • 1655
არასამთავრობოები მრჩეველთა საბჭოს აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის დაცვისკენ მოუწოდებენ

13 არასამთავრობო ორგანიზაცია მკვეთრად უარყოფითად აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ.

არასამთავრობოებმა განცხადება დღეს, 12 აპრილს გაავრცელეს, სადაც წერია:

“აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზირებულ მედიაგარემოში.

დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილვა იქნება საჯარო და საზოგადოებას მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ამ პროცესებში”.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  2. მედიაკლუბი
  3. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  4. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  5. ღია საზოგადოების ფონდი
  6. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  7. ლიბერალური აკადემია თბილისი
  8. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  9. სატელევიზიო ქსელი
  10. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  11. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  12. საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველო
  13. ISFED

ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი