ახალი ამბები

ავტობანზე საწვავის გადამზიდ ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა – დაიღუპა მძღოლი

12 აპრილი, 2019 • 1424
ავტობანზე საწვავის გადამზიდ ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა – დაიღუპა მძღოლი

12 აპრილს, გამთენიისას, გორის მისადგომებთან, სავარაუდოდ, საწვავის გადამზიდი ცისტერნა ბორდიურს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად მძღოლი დაიწვა.

გორის მისადგომებთან მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომლებმაც მოკლე დროში ჩააქრეს აალებულ მანქანაში ცეცხლი, თუმცა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პერიმეტრი საპატრულო პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი და შემოვილითი გზიდან ავტომობილების გადაადგილებას უზრუნველყოფდა. ამ დროისთვის ორივე მიმართულებით გახსნილია მოძრაობა და ავტომობილები სრული დასაშვები სიჩქარით გადაადგილდებიან.

როგორც შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირდებით კვლავ დგინდება დეტალები და ჩანიშნულია ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი