ახალი ამბები

საქართველოში წვრთნებს NATO-ს და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები გაივლიან

9 ოქტომბერი, 2014 • • 1269
საქართველოში წვრთნებს NATO-ს და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები გაივლიან

მინისტრის განმარტებით, ერთ-ერთი პროექტია სამხედრო ბაზა, რომელიც NATO-სა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაფუძნდება.

 

“სადაც NATO-ს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს სამხედროებთან ერთად გავილიან წვრთნებს, ასევე პარტნიორებსაც მოვიწვევთ, – არა ნატოს წევრ ქვეყნებს. ამას გარდა სხვა ინიციატივებიც არის NATO – საქართველოს ერთობლივ პაკეტში,”- ამბობს ალასანია.

 

მისი თქმით, იგეგმება NATO-საქართველოს სკოლის – სამხედრო ინსტიტუციის მშენებლობა. 

 

“სადაც ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გაივლიან მომზადებას. იგეგმება, ასევე, ლოჯისტიკური ცენტრის დაარსება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში საწვრთნელად ჩამოსული სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარებას, მათ მიღებას და გაცილებას. ამას სჭირდება ლოგისტიკური ცენტრი. ამ ყველაფრის განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, გენერალურ შტაბში იქნება სპეციალური NATO-ს ჯგუფი დაკომპელქტებული სამხედრო მაღალჩინოსნებით, რომლებიც გაუწევენ კონქტოლს და ამ პაკეტის განხორციელებას შეძლებს. ჩვენი ხედვა NATO-ს შტაბ ბინას ოფიციალურად ორშაბათს გადაეცა და დაახლოებით, ერთი თვეა საჭირო რომ შეივსოს NATO-ს მხირდან, წევრი ქვეყნების მხრიდან და წლის ბოლოდან, ვფიქრობ დაიწყება განხორციელებაზე ზრუნვა.” 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7-8 ოქტომბრის ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ NATO-ს გეგმები საქართველოში კავკასიას საფრთხეს შეუქმნის.


“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციებმა აღნიშნეს, რომ NATO-ს ბოლო სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით საქართველოსა და მათ სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათავალისწინებულ ძალის გამოუყენებელობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობას არსებითად ზრდის. რუსეთის მხრიდან შეშფოთება გამოითქვა ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომელიც NATO-ს ინტერესებს უკავშირდება – საქართველოს ტერიტორიაზე მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგდეს. ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონის სტაბილურობას,”- წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჟენევის დისკუსიების მორიგი, 29-ე რაუნდის შემდეგ გავრცელდა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი