ახალი ამბები

ალასანია იმედოვნებს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი გაიზრდება

9 ოქტომბერი, 2014 • • 944
ალასანია იმედოვნებს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი გაიზრდება

“საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის, 2014 წელს დასახული კონკრეტული გეგმები, რომლებიც დავსახეთ და 2015 წელს არის განსახორციელებელი, უნდა იყოს გათვალისწინებული ბიუჯეტში. ჩვენ ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან. არაერთი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში მოხდება ჩვენთვის აუცილებელი დანამატის გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.  


თავდაცვის უწყების ბიუეჯტის ზრდის აუცილებლობაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმაც გააკეთა.


ის აცხადებს, რომ აუცილებელია გაიზარდოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რაც საქართველომ აიღო უელსის სამიტზე ნატოს პაკეტის შესაბამისად. ფინანსთა მინისტრი კი არ აკონკრეტებს, გაზრდის თუ არა მთავრობა დაფინანსებას. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 35 მილიონით მცირდება.


2015 წლის ბიუჯეტის პროექტით თავდაცვის სამინისტროსთვის 625 მილიონი ლარია გათვალისწინებული.


მასალების გადაბეჭდვის წესი