ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება: NATO-ს გეგმები საქართველოში კავკასიას საფრთხეს შეუქმნის

9 ოქტომბერი, 2014 • • 1039
რუსეთის საგარეო უწყება: NATO-ს გეგმები საქართველოში კავკასიას საფრთხეს შეუქმნის

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციებმა აღნიშნეს, რომ NATO-ს ბოლო სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით საქართველოსა და მათ სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათავალისწინებულ ძალის გამოუყენებელობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობას არსებითად ზრდის. რუსეთის მხრიდან შეშფოთება გამოითქვა ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომელიც NATO-ს ინტერესებს უკავშირდება – საქართველოს ტერიტორიაზე მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგდეს. ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონის სტაბილურობას,”- წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჟენევის დისკუსიების მორიგი, 29-ე რაუნდის შემდეგ გავრცელდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი