ახალი ამბები

ხიდაშელი: “ოდეერის” ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს

8 ოქტომბერი, 2014 • • 1198
ხიდაშელი: “ოდეერის” ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს

“აქ ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო, უბრალოდ უნდა გაუქმდეს. იმიტომ, ამიტომ, ასე, ისე… ეს ლაპარაკი არასერიოზულია. ის უნდა გაუქმდეს”, – განაცხადა პარლამენტარმა.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა მუშაობა “ოდეერის” თანამდებობების გასაუქმებლად, თინა ხიდაშელი ინფრომაციას არ ფლობს:

 

“ვერაფერს ვერ გეტყვით, ჯერ ერთი, მე არ ვარ ჩართული. რამე ხდება თუ არა, არ ვიცი.”

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, ე.წ. „ოდეერების“ (ОДР – офицер действующего резерва) შესახებ ინფორმაცია 6 ოქტომბერს გაავრცელა. არასამთავრობო ორგანიზაცია თავის განცხადებაში 3 ასეთ შემთხვევაზე წერს, რომელთაგან ერთი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში ხდება, მეორე- სასჯელაღსრულების სისტემაში, ხოლო მესამე – პროკურატურაში.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა. თინა ხიდაშელი და ანი მიროტაძე
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა. თინა ხიდაშელი და ანი მიროტაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი