ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

გალის დე ფაქტო ხელმძღვანელი: აფხაზური რთული ენაა, რუსული უნდა ისწავლონ აქ

12 აპრილი, 2019 • 2027
გალის დე ფაქტო ხელმძღვანელი: აფხაზური რთული ენაა, რუსული უნდა ისწავლონ აქ

გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი თემურ ნადარია აფხაზურ მედიასთან ინტერვიუში საუბრობს გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის რუსული ენის სწავლის საჭიროების შესახებ.

“თუკი გალის რაიონში მცხოვრებმა ქართველმა ან მეგრელმა ვერ ისწავლა ენა, ის აფხაზეთში ვერ რეალიზდება, იძულებული იქნება ეს ტერიტორია დატოვოს. ქართველებს იმდენად სძულთ რუსები და რუსული ენა, რომ ამბობენ – ასწავლეთ აფხაზური. ჩვენ აფხაზურსაც ვასწავლით, მაგრამ აფხაზური ერთ-ერთი ყველაზე რთული ენაა და მისი ცოდნითაც კი, აფხაზეთში საკუთარი თავის რეალიზებისთვის რუსული უნდა იცოდე. აქ ყოველთვის რუსულად საუბრობდნენ იმიტომ, რომ ჩვენ მრავალეროვანი რესპუბლიკა ვართ, რუსული კომუნიკაციის ენაა”, – ამბობს ნადარაია.

გალის რაიონის სკოლებში ქართული სწავლება რუსული ენით 2015 წლიდან ეტაპობრივად ჩანაცვლდა.

ამჟამად გალის რაიონში ფუნქციონირებს 30 სკოლა, სადაც ირიცხება 4 108 მოსწავლე და დასაქმებულია 754 მასწავლებელი. მოსწავლეების 98% და მასწავლებლების 90% ეთნიკური ქართველია.

მშობლიურ [ქართული] ენაზე სწავლების შეზღუდვის საკითხს გალში, როგორც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, ქართული მხარე ყველა საერთაშორისო ფორმატზე აყენებს.

ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და იდენტობის დათრგუნვა გალში – ციხელაშვილის მოხსენება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი