ახალი ამბები

ნარმანია: გვაქვს მოქალაქეთა მიღების წესი და მოქალაქე მელიას შეუძლია მოვიდეს მიღებაზე

8 ოქტომბერი, 2014 •
ნარმანია: გვაქვს მოქალაქეთა მიღების წესი და მოქალაქე მელიას შეუძლია  მოვიდეს მიღებაზე

“დღეს ძალიან საინტერესო სცენარი დადგეს მათ თბილისის მერიის წინ, რომელსაც, როგორც ჩანს, სურდათ, რომ შოუს ელემენტები ჰქონოდა, თუმცა ვერ მიიღეს ეს, არც შოუმენობა გამოუვიდათ. მათ აქტიური მცდელობა არ ჰქონიათ, რომ თბილისის სხდომას დასწრებოდნენ. მათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდათ, რომ აერიათ სიტუაცია და ამას ვერ მიაღწიეს. აბესაძეს ჰქონდა შესაძლებლობა თბილისის მთავრობის სხდომას დასწრებოდა, ვინაიდან ის თბილისის საკრებულოს წევრია. დღის წესრიგი მას განემარტა და ჰკითხეს მას, რომელ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა ინტერესი, რომ ამ საკითხის განხილვას დასწრებოდა. ჰქონდა მას სურვილი და შემდეგ გადაიფიქრა. რაც შეეხება მოქალაქე მელიას, ჩვენ გვაქვს მოქალაქეთა მიღების წესი და ამ წესის შესაბამისად მას შეუძლია გააკეთოს განაცხადი და მოვიდეს მიღებაზე მერიასთან, მაგრამ არა ისე თავისუფლად მთავრობის სხდომაზე, როგორც მას ეს სურდა. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და თავისი წესი, როცა რაღაცას ვაპროტესტებთ, შეიძლება  მოსაზრება გამოვთქვათ და გავაპროტესტოთ, მაგრამ არა მთავრობის სხდომაზე, მისი ჩაშლის მიზნით”,- განაცხადა დავით ნარმანიამ “ქრონისკასთან”საუბრისას.

 

დღეს, 8 ოქტომბერს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნიკა მელია და საკრებულოს წევრი, ირაკლი აბესაძე თბილისის მერიასთან მთავრობის სხდომაზე დასასწრებად მივიდნენ, თუმცა სხდომაზე ვერ შევიდნენ. თბილისის მერიის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის”  წარმომადგენლებმა არ გაიარეს შესაბამისი პროცედურები, არ აიღეს საშვი და ამიტომ ვერ მოხვდნენ მთავრობის სხდომაზე. ნიკა მელია კი ამბობს, რომ მთავრობის სხდომაზე დასწრება კანონის თანახმად საჯაროა. მელიას განმარტებით, მთავრობის სხდომაზე დასწრება   მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან თანამშრომლებზე ზეწოლის გასაპროტესტებლად სურდათ, რადგან  მათ აიძულებენ დაწერონ განცხადებები გათავისუფლების შესახებ. მელია ამბობს, რომ ამ პროცესს ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი ხელმძღვანელობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი