სასამართლომ “სამეფო” დავის განხილვა შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დავის სასამართლო განხილვა შეწყვიტა.

დავას მოსამართლეთა კოლეგია განიხილავდა. აღნიშნული საქმის განხილვის შეწყვეტას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხარე ითხოვდა. ადვოკატი აცხადებდა, რომ სარჩელის განხილვის საფუძველი არ არსებობდა.

დავით ბაგრტიონ-მუხრანელს ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა უჩივლეს. როგორც მოსარჩლე მხარის უფლებადამცველ იურიდიულ კომპანიაში აცხადებენ, დავა “დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთას” ეხებოდა.

რეპორტაჟი სასამართლოდან, სადაც ბაგრატიონები “პრივილეგიებზე” დავობენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.