ახალი ამბები

ღარიბაშვილი: დავით ნარმანია აბსოლუტურად გამჭვირვალე ადამიანია

8 ოქტომბერი, 2014 • • 1017
ღარიბაშვილი: დავით ნარმანია აბსოლუტურად გამჭვირვალე ადამიანია

“ბატონი დავით ნარმანია აბსოლუტურად გამჭვირვალე ადამიანია. ის აკეთებს ყველაფერს გამჭვირვალედ და ღიად, ასეთი პოლიტიკა აქვს არჩეული, ასე რომ, მიმართეთ ბატონ მერს და ის გაგცემთ ამომწურავ პასუხებს”,- განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

თბილისის მერის დავით ნარმანიას მიერ გამოცემული ბრძანებით, 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე მერიის საჯარო მოხელეები ყოველთვიურად ფიქსირებულ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად სახელფასო დანამატსაც იღებენ. შესაბამისი ბრძანება მერიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

“სახელფასო დანამატები მანამდეც არსებობდა, ჩვენ არსებითად არაფერი შეგვიცვლია, გარდა მცირედი კორექტირებებისა, ვინაიდან საბიუჯეტო წელი არის წლის ბოლომდე. ეს, როგორც დროებითი განკარგულება, იქნა წლის ბოლომდე მიღებული, მაგრამ, ამავდროულად, ჩემი დავალებით მაშინვე დაიწყო მუშაობა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ წესზე, რომელზეც ჩვენი სამსახურები მუშაობენ და მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

იმ მოხელეთა ჩამონათვალში, რომლებიც სექტემბრიდან დანამატებს იღებენ, არიან თბილსის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი (ყოველთვიური დანამატი 3540 ლარი), მერის მოადგილეები, ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, ასევე გამგებლები, მისი მოადგილეები და ასე შემდეგ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი