ახალი ამბები

ევროსაბჭოს წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა

10 აპრილი, 2019 • 2334
ევროსაბჭოს წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა

10 აპრილს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე დატანილია მისი ცნობილი ფრაზა – “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი”.

ზურაბ ჟვანიამ ეს ფრაზა 20 წლის წინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრებას.

ევროპის საბჭოს სასახლის წინ იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავებია განთავსებული, რომლებსაც ევროპის საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი. როგორც პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი წერდა, ჟვანია პირველი ქართველი პოლიტიკოსია, ვისი ვარსკვალიც გაიხსნა „ვინსტონ ჩერჩილის, შარლ დეგოლის, ბან კი მუნის, ჰელმუდ კოლის და სხვათა ვარსვლავების გვერდით“.

4

გარეკანის ფოტო: ნანა საჯაია/ამერიკის ხმა

მასალების გადაბეჭდვის წესი