ახალი ამბები

წულუკიანი: არ მჭირდება ევროსაბჭოს რეკომენდაცია, ისედაც ვიცი, რომ სასამართლო პროცესები გამჭვირვალე უნდა იყოს

7 ოქტომბერი, 2014 •
წულუკიანი: არ მჭირდება ევროსაბჭოს რეკომენდაცია, ისედაც ვიცი, რომ სასამართლო პროცესები გამჭვირვალე უნდა იყოს

აპირებს თუ არა ხელისუფლება PACE-ის რეკომენდაციების გათვალისწინებას? – წულუკიანმა ამ კითხვას ასე უპასუხა:

 

“გააჩნია, რომელი რეკომენდაციების… მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით მე არ ვთვლი, რომ რომელიმე რეკომენდაცია არის გასათვალისიწნებელი, რეკომენდაცია არის ერთადერთი, ის შეეხება იმას, რომ სასამართლო პროცესები უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ. ამისთვის მე არ მჭირდება ევროსაბჭოს რეკომენდაცია, ეს ისედაც ვიცი. ეს, სხვათა შორის, იცის ბევრმა მოსამართლემ, რაც არ უნდა ძველი მოსამართლეები იყვნენ, რომ თუკი მათ სასამართლო დარბაზში ეჭვის საფუძველი გაუჩნდათ, დღეს ისინი ბედავენ, რომ ეს ეჭვი განსასჯელის სასარგებლოდ გადაწყვტიონ. ეს პრინციპში არის რევოლუცია”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

 

ევროსაბჭოს რეკომენდაციები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით ასეთია:

“ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება დანაშაული დაუსჯელი დარჩეს, განსაკუთრებულად ის დანაშაული, რომელიც მთავრობის წევრების და პოლიტიკოსების მიერაა ჩადენილი წარსულში ან აწმყოში.

 

ასამბლეა მოუწოდბს საქართველოს ხელისუფლებას,  ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ  საგამოძიებო მოქმედებები მიუკერძოებლად, გამჭირვალედ და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების  დაცვით ჩატარდეს, როგორც ეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციითაა გათვალისწინებული.

 

ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ არა მხოლოდ შერჩევითი ან პოლიტიკურად მოტივირებული სამართალს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, ასევე არ უნდა არსებობდეს აღქმა, რომ სამართალი შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებულია.

 

ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად და გამჭირვალედ გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო ქცევასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელიც დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნულ საქმეებთან”.

 

უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ასამბლეა აცხადებს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, თუმცა მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის წინასწარი დაკავების მოთხოვნები, არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. 

 

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საქმეს, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს იმ პერიოდის ხანგრძლივობის გამო, რაც ახალაიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა უწევს და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოიყენოს ყველა სახის სამართლებრივი საშუალება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თვალსაზრისით.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი