ახალი ამბები

“ბარსელონამ” ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში შესაძლოა ვეღარ ითამაშოს

7 ოქტომბერი, 2014 •
“ბარსელონამ” ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში შესაძლოა ვეღარ ითამაშოს

“თუ კატალონია დამოუკიდებლობას მოიპოვებს, ბარსელონა და ესპანიოლი ესპანეთის ლიგაში ვერ ითამაშებენ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ სპორტის მარეგულირებელი კანონების შეცვლა მოგვიწევს”, – განაცხადა ტებასმა.


კატალონიის ავტონომიის მთავრობის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2014 წლის 9 ნოემბერს გაიმართება, რასაც ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება ეწინააღმდეგება.  გარდიანის ცნობით, ესპანეთის მთავრობა შიშობს, რომ დათმობა კატალონიისთვის გადამდები იქნება ესპანეთის სამეფოს სხვა ავტონომიური რეგიონებისთვის, მათ შორის ბასკებისთვისაც. გამოცემის ინფორმაციით, კატალონიაში ცხოვრობს ესპანეთის მოსახლეობის 16%, ხოლო კატალონიაზე ესპანეთის მშპ-ს ერთი მეხუთედი მოდის. 


ბარსელონა
ბარსელონა

მასალების გადაბეჭდვის წესი