ახალი ამბები

ნოდარ ხადური: 2015-2016 წლებში მასწავლებლების საბაზო ხელფასები გაიზრდება

7 ოქტომბერი, 2014 •
ნოდარ ხადური: 2015-2016 წლებში მასწავლებლების საბაზო ხელფასები გაიზრდება

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, რომელსაც პარლამენტი უკვე განიხილავს, განათლების სამინისტროს დაფინანსება 828 900 000 ლარით არის განსაზღვრული, რაც წინა წლის ბიუჯეტზე 74 600 000 ლარით მეტია. უშუალოდ ზოგად განათლებაზე პროექტის მიხედვით, 479 810 000 ლარი დაიხარჯება, რაც წინა წლის ბიუჯეტის ანალოგიურ ნიშნულზე დაახლოებით 40 მილიონით მეტია.


ხადური
ხადური

განცხადება იმის შესახებ, რომ 2015 წლიდან მასწავლებლების ხეფასები იზრდება, 9 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. პრემიერის თქმითვე, 2015 წლიდან პედაგოგების ხელფასები მზარდი იქნება.

“გპირდებით, რომ თქვენი საქმიანობა იქნება სათანადოდ დაფასებული. 2015 წლიდან დამატებითი ფინანსური რესურსი გამოიყოფა და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება. ნოემბრიდან უფრო კონკრეტული სქემა და ინვესტიციების ოდენობა გვეცოდინება. მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2015-16-17 წლებში. ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებელზე იქნება დამოკიდებული და მხოლოდ მის მიღწევებზე და ეს გაზრდის მათ მოტივაციას”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი