ახალი ამბები

მერიის მოხელეები 4 თვის განმავლობაში სახელფასო დანამატებს მიიღებენ

7 ოქტომბერი, 2014 • • 1437
მერიის მოხელეები 4 თვის განმავლობაში სახელფასო დანამატებს მიიღებენ

იმ მოხელეთა ჩამონათვალში, რომლებიც სექტემბრიდან დანამატებს იღებენ, არიან თბილსის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი (ყოველთვიური დანამატი 3540 ლარი), მერის მოადგილეები, ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, ასევე გამგებლები, მისი მოადგილეები და ასე შემდეგ.


სახელფასო დანამატები მერიაში
სახელფასო დანამატები მერიაში

სახელფასო დანამატები მერიაში
სახელფასო დანამატები მერიაში

 

ამ ფაქტს გამოეხმაურა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე. თბილისის თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, საჯარო მოხელეს 24-საათიან რეჟიმში უწევს მუშაობა და მისი შრომა შესაბამისი ანაზღაურებით უნდა დაფასდეს.

“მერიაში სახელფასო დანამატების თემასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მერიას საკრებულოს თანხმობა არ სჭირდება. ეს თანხები 2014 წლის ბიუჯეტში იმთავითვე იყო გათვალისწინებული. ამ თანხების გაწევა არ ხდება იმ 30 მლ. საკრედიტო ხაზიდან, რომელიც მერიას საკრებულომ დაუმტკიცა. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობა უკვე არაერთგზისაა ინფორმირებული, რომ აღნიშნული თანხებიდან სოციალური, ბინათმესაკუთრეთა და ოლიმპიური სოფლის ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, გუნდს აღებული გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე და ორიენტირებული ვართ შედეგზე. აქედან გამომდინარე გვიწევს 24–საათიანი მუშაობა და მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

 

თბილსის მერიაში ამ საკითხზე ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.


მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება საჯარო უწყებებში პრემიების სისტემის რეგულირების თაობაზე, თუმცა დოკუმენტი თვითმმართველობის ორგანოებს არ ეხება და მათთვის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი