ახალი ამბები

რა საკითხები განიხილეს მარგველაშვილმა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ

7 ოქტომბერი, 2014 •
რა საკითხები განიხილეს მარგველაშვილმა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ

“საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობას. ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველო-სომხეთის საპარლამენტო ჯგუფებს შორის. როგორც გალუსტ საჰაკიანმა განაცხადა, სომხეთმა აირჩია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება, ხოლო საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და, შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს ქვეყნებს, რადგან საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა გახდება ხიდი ორ სავაჭრო ზონას შორის”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.


საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი