ახალი ამბები

წულუკიანი: უცხოელებს, ვინც საქართველოში სწავლობენ ან მუშაობენ, გამოსავალს მოვუძებნით

6 ოქტომბერი, 2014 • • 1029
წულუკიანი: უცხოელებს, ვინც საქართველოში სწავლობენ ან მუშაობენ, გამოსავალს მოვუძებნით

“იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად მოუძებნის გამოსავალს ყველა იმ უცხოელს, რომელმაც, სამწუხაროდ, არ ისარგებლა იმ ხუთთვიანი პერიოდით, რომელიც ჩვენ მათ მარტიდან სექტემბრამდე მივეცით, რომ მოეწესრიგებინათ თავიანთი საბუთები. ჩვენ დამატებით დროს მივცემთ მათ, რომ ყველამ საბუთები მოიწესრიგოს, ვინც მუშაობს საქართველოში, გააგრძელოს მუშაობა, ვინც სწავლობს, გააგრძელოს სწავლა და არ ჰქონდეთ მათ არავითარი შფოთვის საფუძველი, რომ საბუთებს ვერ მიიღებენ დროულად”, – განუცხადა იუსტიციის მინისტრმა “ქრონიკას.”

 

ახალი კანონი 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. საქართველოში უვიზოდ ყოფნის პერიოდი 180 დღიდან 90 დღემდე შემცირდა, ხოლო 24 ქვეყანას გაუუქმდა საქრთველოსთან უვიზო რეჟიმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ახალი სავიზო რეჟიმი შენგენის სავიზო რეჟიმთან არის დაახლოებული.

წულუკიანი
წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი