ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრს ოფიციალურად მხოლოდ ერთი მრჩეველი ჰყავს

6 ოქტომბერი, 2014 •
პრემიერ-მინისტრს ოფიციალურად მხოლოდ ერთი მრჩეველი ჰყავს

“საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ ჰყავს უცხოელი მრჩევლები. ჰყავს მრჩევლად საქართველოს მოქალაქე – მირიანე ოდიშარია. მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2900 ლარს, ხოლო დანამატი – 850 ლარს”, – წერია კანცელარიიდან მიღებულ წერილში. [მირიანე ოდიშარია საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის, გურამ ოდიშარიას ოფიციალური სახელია].


რატომ არ ჰყავს მრჩევლები 32 წლის ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც არც დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და არც საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა, განსხვავებით ამერიკისა თუ ევროპის სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებისგან, რომლებსაც რჩევების მიღების სხვადასხვა წყარო აქვთ, მათ შორის ოფიციალური თუ არაოფიციალური, ხოლო ზოგ მათგანს ე.წ. “სამზარეულოს კაბინეტიც” კი ჰყავს? – ამ კითხვაზე ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია.


ამ ეტაპზე დადასტურებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გარკვეულ რჩევებს აძლევს ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ბიძინა ივანიშვილი. ამის შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილმაც და ირაკლი ღარიბაშვილმაც განაცხადეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი