ახალი ამბები

საქველმოქმედო პროექტი “თბილისი მარათონი”

6 ოქტომბერი, 2014 • • 2111
საქველმოქმედო პროექტი “თბილისი მარათონი”

მარათონის ფარგლებში ინტეგრირებული მარათონი გაიმართება შშმპ პირებისთვის. როგორც მარათონის ორგანიზატორები აცხადებენ, შშმპ პირები ასევე მარათონის საორგანიზაციო საქმიანობაში დასაქმდებიან. 

 

რეგისტრაცია tbilisimarathon.ge-ზე მიმდინარეობს. რეგისტრაციის საფასური 10 ლარია და შემოსული თანხა, კომპანია “ჰაიდელბერგცემენტის” ინფორმაციით, კომპანიის მიერ გაორგმადება და ბედიანის ბავშვთა სახლს მოხმარდება.

 

თბილისი მარათონის მხარდამჭერები კომპანია “ჰაიდელბერგცემენტი”, გერმანიის საელჩო, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია არიან. 

 

“თბილისი ახალგაზრდობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ქალაქად უნდა იქცეს, ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო პროგრამის ერთი მთავარი მიმართულება,”- აცხადებს დავით ნარმანია, რომელიც მარათონის პროექტის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი