ახალი ამბები

ანონსი – 6 ოქტომბერი

5 ოქტომბერი, 2014 • • 1322
ანონსი – 6 ოქტომბერი
10:30 – სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური და აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის წამომადგენლები ერთობლივ კონფერენციას გამართავენ.
თემა: “უსაფრთხო სკოლა”
 
11:00 – თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის წითელ დარბაზში “მფარველთა საბჭოს” პრეზენტაცია გაიმართება.

11.00 – სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”, თბილისის მერი დავით ნარმანია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი “ჰაიდელბერგცემენტის” სოციალური პროექტის, “თბილისი მარათონის” შესახებ პრესკონფერენციას დაესწრებიან.

 
 
11:00 – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში პრესკოფერენცია გაიმართება.
თემა: ქართველი ქალი კინორეჟისორების ფილმების ბუსანის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობა.

11:00 – “პირველ პრესკლუბში” “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური და საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: პრემიერმინისტრის განცხადება მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას ლახავს.

11:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში გამართავს.

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრი მის მიერ ორგანიზაციის დატოვების თაობაზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

 
 
11:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ბრიფინგს გამართავს.
 
 
11:30 – სასტუმრო “ამბასადორში” პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართება.

 
12:00 – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, კერძო მესაკუთრეები აქცია-ბრიფინგს გამართავენ.
თემა: ხელისუფლების მიერ მიტაცებული ქონების დაბრუნების მოთხოვნა.
 
 
12:00 – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.

12:00 –  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

 
 
თემა: რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენის პროცესში გამოკვეთილი პრობლემები, აფთიაქებში გადაუდებელი ჩანთის არსებობა და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ პორბლემა საჭიროების დროს.

12:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ბრიფინგს გამართავს.
 
 
13:00 – სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავს კვლევის პრეზენტაციას, რომელიც აფასებს 2013 წელს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რის საფუძველზეც მედიას მიენიჭა სასამართლო სხდომის ფოტო – ვიდეო – აუდიო ჩაწერის უფლებამოსილება.
 
 
13:00 – სასტუმრო “რედისონში”, არასაპარლამენტო პარტიებისგან შემდგარი “საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის” და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართება.
 
 
13:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე პრესკონფერენციას გამართავს.
 
თემა: დესტაბილიზაციის საფრთხე, სამართლიანობის აღდგენა და “ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო გეგმები.
 
 
13:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტი ზაზა დავითაია მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან და “ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

14:00 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი გია ნოდია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

14:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.

 
 
15:00 – ორგანიზაცია “მოქალაქე” ორი პროექტის – სკოლის მოსწავლეებისათვის “სამოქალაქო განათლებისა და ოლიმპიადის” და სტუდენტური კონკურსის “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” პრეზენტაციას გამართავს. ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის დარბაზი.

16:00 – პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი.

 
 
16:00 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით  უსუფაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, გალუსტ საჰაკიანს შეხვდება.  თბილისი, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი.
 
16:30 -, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.
 
 
17:00 – პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.
 
 
17:00 – თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, გალუსტ საჰაკიანის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.

18.00 – საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” ახალ ოფისს გახსნის.
მისამართი: ა. პოლიტკოვსკაიას ქ.#3

 

მასალების გადაბეჭდვის წესი