აფეთქება გროზნოს დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიების დროს მოხდა, საკონცერტო დარბაზის გარეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია უკვე ეძებდა ეჭვმიტანილს, როცა მან თავი აიფეთქა.
“პოლიციელებმა შენიშნეს საეჭვო ახალგაზრდა მამაკაცი მეტალ-დედქტორების სიახლოვეს, რომელიც საკონცერტო დარბაზთან იყო განთავსებული. როდესაც პოლიციამ მისი ვინაობის დადგენა გადაწყვიტა, მან თავი აიფეთქა”, -ნათქვამაია სამინისტროს განცხადებაში.
ჯერჯერობით მშვიდობიანი მოქლაქეების დაღუპვის ან დაშავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
2011 წელს სამი აფეთქების შედეგად, რომელიც ამ შემთხვევის მსგავსია, გროზნოში 6 ადამიანი დაიღუპა.